Tuesday, April 26, 2016

პრეზენტაცია




გავეცანი  შეფასების  კრიტერიუმებსა  და  რუბრიკებს.  განვიხილე  თუ  როგორ  შევაფასო  მოსწავლის  ნაშრომები  და  უნარ-ჩვევები.გავაცნობიერე  თუ  როგორ  აყალიბებენ  მოსწავლეები   ნაშრომის  მიზნებს,  შინაარსს.

Saturday, April 23, 2016

განვიხილეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომების  დღიურები. საინტერესოო  იყო  განხილვა  სავარაუდო  პრეზენტაციებისა,  საბუკლეტო  ნაშრომებისა.  გავიგეთ  თუ  როგორ  უნდა  შევადგინოთ  კითხვარები,  კატალოგები,  გაზეთი,  ჩანახატი...

Tuesday, April 19, 2016

ამ  დღეებმა  ნათლად  დამანახა  პროექტის  თანმიმდევრობა.  .განსაკუთრებით  დროში  გაწერილმა  გეგმამ  საშუალება  მომცა  ამერჩია  ზუსტი  აქტივობები  პროექტის  დაწყებამდე,  მსჯელობისას  და  ბოლოს  რაც  ვფიქრობ  დამეხმარება  დასახული  მიზნების  მიღწევასა  და  შეფასებაში.  ვიმსჯელეთ  უკუკავშირის  გზებზე,  განვიხილეთ  ერთმანეთის  პროექტები,  რამაც  სხვისი  თვალით  დამანახა  ჩემი  პროექტის  დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები.

Sunday, April 10, 2016

პროექტის  შესწავლა  საინტერესოა.მოსწავლეებს  გამოუმუშავებს  კვლევის,  კრიტიკული  აზროვნების,  პროცესების  შეფასების,  პრაქტიკული  მუშაობის,  კომუნიკაციის,  თანამშრომლობის,  ძიების,  პასუხისმგებლობის  და  უამრავ  სხვა  უნარ-ჩვევას.